Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მასწავლებელი, რომლის კლასშიც ბულინგი არასოდეს ხდება - უნიკალური მეთოდი ძალადობის აღსაკვეთად
ambebi.ge
11 December 2017, 12:20
ყოველ პარასკევს მათემატიკის მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ფურცელზე დაწერონ ოთხი კლასელის სახელი, ვის გვერდზეც მომდევნო კვირას დასხდებოდნენ გაკვეთილების დროს.

ამასთან, ბავშვებმა უნდა დაასახელონ თანაკლასელიც, რომელიც გასული კვირის მანძილზე ყველაზე კარგი მეგობარი იყო მათთვის.
მოსწავლეები ფურცლებს ანონიმურად აძლევენ მასწავლებელს.

როდესაც გაკვეთილები დასრულდება, მასწავლებელი, კეტი პიტი, აგროვებს ფურცლებს, მაგიდაზე შლის და გაანალიზებას იწყებს - რომელი ბავშვების გვერდით არ სურს არავის დაჯდომა, ან - რომელმა ბავშვმა არ იცის, ვის გვერდით უნდა ჯდომა; რომელი მოსწავლე დაასახელა უმეტესობამ კვირის "ყველაზე კარგ /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); მეგობრად", რომელი ბავშვები დარჩნენ თანაკლასელების ყურადღების მიღმა...

რა თქმა უნდა, პიტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა სულაც არ ემსახურება, ყველაზე სასურველი თანაკლასელების რეიტინგის შედგენას. მასწავლებელი ცდილობს, გამოავლინოს ბავშვები, რომლებიც მარტოსულად გრძნობენ თავს, რომელსაც თანაკლასელები აიგნორებენ, ან თავად უჭირთ ურთიერთობა სხვებთან. ამის შემდეგ კი ის მარტივად ხვდება, ვინ არის მოძალადე და ვინ - ბულინგის მსხვერპლი.

კეტი პიტი დარწმუნებულია, რომ ხილული ბულინგი შინაგანი მარტოობის შეგრძნებით იწყება. ის ცდილობს, საჭირო სიგნალები ბავშვების მცირე ასაკში დაიჭიროს, რომ დროულად შეძლოს დახმარება, ვიდრე მოსწავლეები გახდებიან მოძალადეები, ან - ძალადობის მსხვერპლნი.

კეტი წელს პენსიაზე გავა, მან უამრავი წელი გაატარა სკოლის კედლებში და ბავშვების სულიერ თუ ინტელექტუალურ აღზრდაში უდიდესი წვლილი შეიტანა.


მომზადებულია Newsner.com-ის მიხედვით
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი